Medusa
როცა გითხარი, არაფერი ხდება-მეთქი, უბრალოდ მოგატყუე. ხდება, ყოველდღე ხდება ხიდები, ხედები . . . რადგან სიყვარულს დავმორჩილდი, დავდივარ, ვისთვის – თავმოჭრილი, ვისთვის კი – სარკე – შეხედვისას ქვავდები, ხევდები. როცა გითხარი, არაფერი ხდება-მეთქი, უბრალოდ დამავიწყდა. იმ დღიდან ყველა ცხენოსანი, ანდა ქვეითი ჩემს სახელს, (სახელს თავმოჭრილის) ატარებს ფარად… თუ ქვას მესვრიან, იბრუნებენ პასუხს ქვებითვე… რომ გითხარი, […]