Poems

ელენე

ქალაქს რა აგებს –
ორი სახლი და ერთი ქუჩა
გადასასვლელი
კარზე ზარი
კართან საფენი
გადასახლება არის ისე გარდაუვალი.
როგორც გარღვეულ ტომარიდან
ბრინჯის დაბნევა.
ცეცხლზე გოგირდის ფაფას ვხარშავ,
სტუმრებს ვაპურებ,
რომ მოვახერხო შენი კვალის
ორთქლით დაბურვა,
რა არის ომი –
ორი ხმალი
და ერთი ცხენი.
აბჯრიდან ჩემი თმების კვანძი
თუ გამოხსენი,
თუ ღმერთის შვილმა
გამოტეხე კვერცხის ნაჭუჭი
ყველა დაგარქმევს თავის ცოლს
და თავის საშოვარს,
ათი წლის ალყა –
ჩემი კაბის ათი ნაოჭი
ქალი რა არის?
ორი ძუძუ,
ერთი საშო ვარ.
ამ მტვრიან გზებზე
კაბის კალთად რაც კი ვეთრიე –
სხვა არაფერი –
მაგ პოემის ჰეგზამეტრია.
მხოლოდ.

Share this poem

view comments

Comments (0)

No comments yet - be the first:

Leave a comment