სიმშვიდე Tranquillity

სიმშვიდე

რა უცნაურად შევიჩვიე სიტყვა “ სიმშვიდე”,
ხელთათმანებად წამოვიცვი,
კაშნედ მოვირგე,
მასში დავიგე ქვეშაგები,
სასთუმალი და სურვილები ავიფუმფულე,
სამოცვოლტიან ნათურასაც ვითვინიერებ,
ტკივილის თხრილით შემოვფარგლე ჩემი კარავი
და კართან შიშის მგელიც დავაბი. . . .
რა უცნაურად შევეჩვიე სიტყვას “სიმშვიდე”
და მაინც,
შფოთვის ალვის ხეზე თვალღიას მძინავს
 

Original Poem by

Diana Anphimiadi

Translated by

Natalia Bukia-Peters with The Poetry Translation Workshop Language

Georgian

Country

Georgia