Poems

კავშირი

ხმაში თაფლიანი იელი ჩამიხმა
ხორხში-იავნანის სურო,
მივდივარ და სიტყვებს მაყოლებ-ჩემი ხარ!,
იცი, ვბრუნდებოდი სულ რომ.
ვუყურებ-
გადამფრენი- მეტობის ნიშნები-ჩიტები-
ბანალური ქარგა-
როდესაც მიდიხარ-სამშობლოს იტოვებ,
როდესაც ბრუნდები-კარგავ.
გავდივარ ცარიელი, უშენო სახლიდან...
გასვლისას ოქროს თევზებს ვაქრობ
ჭერზეც და ზღვის ფსკერზეც-
მბჟუტავს დავტოვებდი-
შენ დაბრუნდებოდე აქ რომ...

Share this poem

view comments

Comments (0)

No comments yet - be the first:

Leave a comment