(Untitled)

მზე იყო, როგორც ახალგათხრილი საფლავის მიწა – ნორჩი და რბილი. და როცა დიდი უფსკრულის პირას, დღემდე ცოცხალი თუ გარდაცვლილი ჩავმწკრივდით ყველა და დაველოდეთ ქარისგან უკან მოტანილ ექოს, ამოდიოდა მზე უდაბნოდან, როგორც სოფელში მოხუცმა ბებომ მზემ აიარა აღმართი ზეცის, ჩვენ ავიარეთ ჩვენი აღმართი – სამშობლო, ხმელ და უწვრილეს ბოძზე შემოდებული ბუდე ლაკლაკის.

Birth Certificate

შეიძლება ჩემი შეყვარებულის ნეკნიდან ვიშვი, ისეთი მოფერება იცის, არაფერია გამორიცხული. იქნებ გავჩნდი მამაჩემის თავის ტკივილიდან, ზუსტად ვერაფერს ვიტყვი, ღმერთი რომ მოკვდა, ბავშვი ვიყავი. ზღვის ქაფიდან? აბა, რა ვიცი, შავ ზღვას, რომლის ნაპირთანაც დგას ჩემი სახლი, შავი ქაფი და უამრავი ცრემლი მოჰყვება და დელფინებიც მოცურავენ დროგამოშვებით. აბა რა ვიცი, როგორ გავჩნდი, რომელი ვაშლი გაიყვეს დედაჩემმა და […]

The Nail

როცა ერთ თვეში მესამედ ჩავალაგე ჩემოდანი და მატარებლის ბილეთი შევუკვეთე, შიშით აღმომხდა: „ღმერთო, სად არის ჩემი სახლი“! “მაინც სად არის ჩემი სახლი“? – ვეკითხები ყველას ხმამაღლა, გაბნეული ქვეყნებსა და ქალაქებს შორის, კარიდან კარზე მოხეტიალე, პილიგრიმივით უქონელი და გზის შემყურე. „სადაც შენი სამუშაო მაგიდა გიდგას, სახლიც იქ არის“ – მწერს მეგობარი, და ვხედავ, როგორ სწორდება წელში […]

Bela Chekurishvili

Bela Chekurishvili is a Georgian poet and journalist. She was born on December 25, 1974 in Vachnadziani, Gurjaani. After finishing school, she studied Georgian language and literature at Tbilisi State University. Chekurishvili worked as a journalist for various magazines and newspapers in Georgia from 1998 to 2013. She then began further PhD study on comparative […]

Vainakhs

We’re having problems loading up images files onto our website at the moment which means we can’t post this poem in the Georgian script. We hope to resolve this very soon. Thanks for your patience!

Tranquillity

რა უცნაურად შევიჩვიე სიტყვა “ სიმშვიდე”, ხელთათმანებად წამოვიცვი, კაშნედ მოვირგე, მასში დავიგე ქვეშაგები, სასთუმალი და სურვილები ავიფუმფულე, სამოცვოლტიან ნათურასაც ვითვინიერებ, ტკივილის თხრილით შემოვფარგლე ჩემი კარავი და კართან შიშის მგელიც დავაბი. . . . რა უცნაურად შევეჩვიე სიტყვას “სიმშვიდე” და მაინც, შფოთვის ალვის ხეზე თვალღიას მძინავს

May Honey

რა ადვილია რომ მიყვარდე ანუ მაგრად მოვმუწო პირი რომ ჩემს მუცელში მოზუზუნე მუშა ფუტკრებმა არ შეგატოვონ ფაქიზი და მყიფე ნესტარი, მიყვარდე, ნიშნავს, რომ დაგიცვა ჩემი კოცნისგან. რა ადვილია, რომ მიყვარდე კანის ფორებში – ფიჭის უჯრებში გამოვჩეკო თბილი ჭუპრები: შეხება სუნი მახსოვრობა ჩვევა შეჩვევა – დავაფრთიანო მოგცე სხვასთან ყოფნის უფლება. რა ადვილია რომ მიყვარდე, ყოველ დილით […]

Undress Yourself and Dress Me in Your Body

გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,  მე, ჩემი ლექსის კაბით შევმოსავ მას.  ჰო, გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,  თორემ ისე მძიმეა, ისე მძიმე, ეს სიცარიელე  არამგონია, კიდევ ცხრა თვე ვზიდო.  გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,  შენ ხომ ყველაზე კარგად იცი როგორ მომარგო ის  და დილის ყავის არომატივით ქალობის ნელ-სურნელებით დამიტკბო.  გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული  და […]

Union

ხმაში თაფლიანი იელი ჩამიხმა ხორხში-იავნანის სურო, მივდივარ და სიტყვებს მაყოლებ-ჩემი ხარ!, იცი, ვბრუნდებოდი სულ რომ. ვუყურებ- გადამფრენი- მეტობის ნიშნები-ჩიტები- ბანალური ქარგა- როდესაც მიდიხარ-სამშობლოს იტოვებ, როდესაც ბრუნდები-კარგავ. გავდივარ ცარიელი, უშენო სახლიდან… გასვლისას ოქროს თევზებს ვაქრობ ჭერზეც და ზღვის ფსკერზეც- მბჟუტავს დავტოვებდი- შენ დაბრუნდებოდე აქ რომ…