Poems

ზაფხული. წერილი პირველი.

ყველა სიზმარი, დილაობით თავქვეშ რომ ვეძებ,
ყველა სურვილი, რომ არასდროს უნდა გამეშვი,
ეს – შენი გრილი ხელებია ჩემს დამწვარ მხრებზე
და შენი ჩუმი ღიმილია ჩემს მშვიდ თვალებში.
 
ყველა ნიჟარა, ყველა ტალღა და ყველა თევზი,
ყველა ნავი და იალქანი, ქარებს რომ ვანდე,
ეს – უეცარი შეხვედრაა შორეულ გზებზე,
ბეწვის ხიდია ზაფხულიდან შემოდგომამდე.
 
გემო მარილის, მზის ბილიკი, რომ მიდის ცამდე,
ქოლგების მწკრივი, ზღვა, რომელსაც არ აქვს საზღვარი,
ეს ყველაფერი, შეიძლება, სიყვარულს ჰგავდეს,
ჰო, სიყვარული, შეიძლება, იყოს ამგვარიც.
 
ყველა სიზმარი, დილაობით თავქვეშ რომ ვეძებ,
ყველა სურვილი, რომ არასდროს უნდა გამეშვი,
ეს – ჩემი თხელი თითებია შენს ფართო მხრებზე,
ეს – ჩემი მშვიდი ღიმილია შენს თბილ თვალებში.

Share this poem

view comments

Comments (0)

No comments yet - be the first:

Leave a comment